ტატო გრიგალაშვილის პირველი გამარჯვება პარიზის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილის პირველი გამარჯვება პარიზის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი გამოდის, რომელთაგანაც ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ქართველის მეტოქე ფრანგი ტისი გნამიენი გახლდათ, რომელიც ტატომ ვაზარით დაამარცხა.

 

რამდენიმე წუთში შეჯიბრზე პირველ დაპირისპირებებს 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00-ზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე გაიმართება.