ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობდნენ.
ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილმა კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში უნგრელი ატილა უნგვარი წუთნახევარში სუფთა გდებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად ქართველის მეტოქე უკრაინელ სერგი კრივჩაჩში და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება.
დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი კი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.