ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ საუკეთესოები დაასახელა.
საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი აღიარეს, ქალთა შორის კი ფრანგი რომან დიკო გამოარჩიეს.
ტურნირზე შესანიშნავად იჭიდავა 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში გამოცდილ ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.