პარიზის დიდ მუზარადზე, დღეს ექვსი ქართველი ძიუდოსიტი ასპარეზობს. ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან ტატამზე გასვლა პირველს ნუგზარ ტატალაშვილს მოუწია. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ წრეში, მან გამოცდილ ბრაზილიელ, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორ – ლეანდრო გუილეიროს საქმე სამ წუთში მოუმთავრა.
ნუგზარმა მეტოქეს შიდეო დებიუტშივე მიაღებინა და გარკვეული უპირატესობაც შეიქმნა, შეხვედრის დაწყებიდან სამ წუთში კი მომგებიანი გდებაც შეასრულა და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც იაპონელ – ტაკეში სასაკის დაუპირისპირდება.
ამავე წონაში მეორე წრიდან ჩაერთვება ზებედა რეხვიაშვილი, რომლის პირველი მეტოქეც, ბაქოს ევროპული თამაშების ჩემპიონი, ისრაელის წარმომადგენელი – საგი მუკი იქნება