თელავივში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.
საქართველო -73 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა – ლაშა შავდათუაშვილმა წარმოადგინა, ხოლო -81 კგ. წონით კატეგორიაში კი ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა.
ნუგზარ ტატალაშვილი საქმეში პირველივე წრიდან ჩაერთო და მონტენეგროელი სრიან მრვალევიცი დამატებით დროში, იპონით დაამარცხა.
მეორე წრეში იგი ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა, დამარცხდა და სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.
ლაშა შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო. იგი პირველივე შეხვედრაში გერმანელ იგორ ვანდტკესთან დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არც ერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.
ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.