თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წყვილები გაირკვა – ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი.
გადამწყვეტ ეტაპზე ტიტულისთვის ბრძოლას ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი შემორჩა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„შუქურა“ – „სამგურალი“
„საბურთალო“ – ბათუმის „დინამო“
დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის მასპინძელი ქალაქი და ნომინალური მასპინძელი გუნდი. ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მასპინძლის სტატუსით კი, ქობულეთის „შუქურასა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება. ფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.