თასის ნახევარფინალში ქართველების „სლოვანის“ სავარაუდო მეტოქე გაირკვა #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანმა“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს – კაშია, კანკავა, ჩაკვეტაძე) სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქე გაიგო.
ვლადიმირ ვაისის გუნდი ნახევარფინალში დაუპირისპირდება „ლიპტოვსკი მიკულასისა“ და „სკალიცას“ წყვილის გამარჯვებულს, რომლებიც მეოთხედფინალში ერთმანეთს ოთხშაბათს, 8 მარტს შეხვდებიან.
ნახევარფინალში „სლოვანი“ მატჩებს შინ და გასვლაზე გამართავს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ტრნავას „სპარტაკი“ „ტატრანისა“ და „ტრენჩინის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბრატისლაველებმა თასის 1/4-ფინალში რანგით მეორე ლიგის „შამორინთან“ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დაასრულეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.