25 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ანგისას სტადიონი უმასპინლებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალი უკვე მეოთხე სეზონია, რაც თბილისს გარეთ – რეგიონებში იმართება. ქუთაისის, ზესტაფონისა და გორის შემდეგ, ფინალურ შეხვედრას ბათუმი მასპინძლობს.
საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდებიან. საინტერესოა, რომ „გაგრა“ თასის ფინალში მეორედ გავიდა და მეორედაც „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
სფფ-ს ცნობით, დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.