თასის ფინალი მოულოდნელი მონაწილეებით - ტიტულისთვის ილიაუნი კსუ-ს შეხვდება #1TVSPORT
20 აპრილს საქართველოს ფუტსალის თასის 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართება.
„ილიაუნისა“ და „პე-ეს-პეს“ მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე ბექა ონიანმა გახსნა. მაგრამ ერთ წუთში ლევან სხვანიძემ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი დაძაბულად წარიმართა და გადამწყვეტი ისევ ონიანის გოლი გამოდგა, რომელმაც „ილიაუნი“ საქართველოს ფუტსალის თასის ფინალში გაიყვანა.
მეორე ნახევარფინალისტი მოქმედი ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის (თსუ) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) დაპირისპირებაში გაირკვა. 23-ე წუთზე გიორგი ქურდაძემ წონასწორობა ისევ აღადგინა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე ლევან კობაიძემ ჩემპიონის კარი მესამედაც აიღო და კსუ თასის ფინალში გაიყვანა – 3:2.
ამგვარად, საქართველოს ფუტსალის თასის ფინალში მოულოდნელი დაპირისპირება შედგება. ერთმანეთს კსუ და ილიაუნი შეხვდებიან, რომლებიც ჩემპიონატში მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებენ.