ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა | ძიუდო #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. ამავე წონაში უშანგი მარგიანს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ რეპეჟაში უზბეკ ძიუდოისტთან დამარცხდა.
100 კგ-ში გიორგი ჩიქოვანს, +100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილს და 78 კგ-ში სოფიო სომხიშვილსაც ვერ ვიხილავთ ფინალური ბლოკში.
საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მამაკაცთა შორის ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა.