ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ნახევარი სრულდება, სატრანსფერო ფანჯარა” გაიხსნა და პირველი ტრანსფერებიც განხორციელდა.
თორნიკე თარხნიშვილი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” დაემშვიდობა. თბილისური კლუბის უკვე ყოფილი ფეხბურთელი კარიერას “რუსთავში” გააგრძელებს.
ინფორმაციას “საბურთალოს” პრეს-სამსახური ავრცელებს. 28 წლის გამოცდილი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობდა. მაგრამ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. “საბურთალოს” ცნობით, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
28 წლის ნახევარმცველი “რუსთავს” გუშინ შეუერთდა და ახალ გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.