ტარიელ ხეჩიკაშვილი და შალვა გოგოლაძე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ #TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვიცეპრეზიდენტი შალვა გოგოლაძე და ფონდის სხვა წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონს შეხვდნენ. მხარეებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ფონდსა და ამერიკის საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ კი, ამერიკის საელჩოს სახელით, ფონდთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა, ასევე გაუზიარა ინფორმაცია ფონდის წარმომადგნელებს ამერიკის საელჩოს ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ფონდის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს რაგბის ეროვნული ნაკრების აქსესუარების სახით. ფონდის მიზანნად ისახავს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობას. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.