ტანგი ნდომბელე „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დიდ კლუბს უწოდებს და არ მალავს, რომ დაინტერესებულია მაურისიო პოჩეტინოს გუნდში გადასვლით. ლონდონელები ფრანგი ნახევარმცველის შესახებ ლიონის „ოლიმპიკს“ უკვე ესაუბრებიან, თუმცა ფეხბურთელით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის ტურინის „იუვენტუსი“.
„სკაი სპორტსი“ იტყობინება, რომ ნდომბელე ჯერ გადაწყვეტილებას მიღებას არ ჩქარობს, რადგან წინ არდადეგები აქვს.
ფრანგულ გამოცემა „ტელეფუტთან“ საუბრისას, ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა:
„ტოტენჰემი ნამდვილად დიდი გუნდია – დიდი კლუბი. პრემიერლიგაში მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ. რომელ ფეხბურთელს არ ენდომება ასეთ გუნდში თამაში?“