თანასწორობა - ასეთი მოწოდებით დაუბრუნდა გოგა ბითაძე მოედანს (ვიდეო)
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ორლანდოს „დისნეი ლენდში“ „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ ითამაშა და 99:114 დამარცხდა. ამ მატჩში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ქართველი კალათბურთელი, „ინდიანას“ ცენტრი გოგა ბითაძე.
მას ზურგზე, გვარის ადგილას ლათინური ასოებით ეწერა – Equality, რაც თანასწორობას ნიშნავს.
იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 11 წუთი ითამაშა, 3 ქულა და თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა. გოგამ 2-2 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა, საიდანაც ერთი სამქულიანი გამოიყენა.
მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბროგდონი გახდა – 25 ქულა.
„ინდიანა“ მომდევნო მატჩს 9 აგვისტოს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.