თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს
თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს.
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი, მამა-შვილი დღეს დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 წლის გოგონას გაუპატიურება.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.