თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია კარიერას „ნიკი ვოლოსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას საბერძნეთის 1 დივიზიონის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩვენი კლუბი აცხადებს, რომ თამაზ მაქაცარიასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. 28 წლის თავდამსხმელს კარიერაში 209 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 68 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩატარებული აქვს ორი მატჩი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და კიდევ ორი შეხვედრა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და გოლიც გაიტანა (1:1 „გაგრა“-„სუტიესკა ნიკშიჩში“).
28 წლის თავდამსხმელს ბევრ კლუბში უთამაშია – „ვიტ ჯორჯიაში“, „ცხინვალში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“, „გაგრაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, გორის „დილაში“, 2023 წელი ყაზახურ „კიზილიჯარაში“ გადავიდა, ზაფხულიდან კი „ჟენისის“ მოთამაშე გახდა და კლუბის პრემიერლიგაში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა“.
თამაზ მაქაცარია: „ბედნიერი ვარ, რომ „ნიკი ვოლოსის“ ოჯახის წევრი გავხდი. ვიცი, რომ ეს არის ისტორიული კლუბი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს. ჩვენი გულშემატკივარი დარწმუნებული უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთად აღვნიშნოთ მრავალი გამარჯვება“.