საფეხბურთო ტაიმაუტი | თამაზ კოსტავა - იყო ლაპარაკი, რომ ფინალში „ბენფიკას“ და „ფეიენოორდს“ უნდა ეთამაშათ #1TVSPORT
ვეტერანმა დინამოელებმა „საფეხბურთო ტაიმშუტში“ 1981 წლის 13 მაისის წარმატება, ფინალამდე თბილისის „დინამოს“ განვლილი გზა და დაბრკოლებები გაიხსნეს, რაც მსაჯებმა ნახევარფინალში შეუქმნეს.
თამაზ კოსტავა: „მაშინ იყო ლაპარაკი, რომ ფინალში „ბენფიკას“ და „ფეიენოორდს“ უნდა ეთამაშათ, სტადიონი მაყურებლით სავსე რომ ყოფილიყო. ჩვენ რომ გავიდოდით, მაქსიმუმ 1000 კაცი თუ წამოვიდოდა, გერმანიაში ვინ წავიდოდა. ამიტომ ნახევარფინალში „ფიენოორდთან“ განმეორებით მატჩში საშინელება მოგვიწყვეს“.
ვაჟა ჟვანია: „ფინალში ორი სოციალისტური ქვეყნის წარმომადგენელი გავიდა, ეს ვის უნდოდა? ამიტომ იმათ სწორად ჰქონდათ განსაზღვრული, რომ ფინალში გასულიყო „ბენფიკა“ და „ფეიენოორდი“, უფრო მდიდარი და ცნობილი კლუბები. ვის ვუნდოდით იქ ჩვენ ან კომუნისტური გერმანია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“.
ვლადიმერ გუცაევი: „ფინალში ლატანციმ რატომ იმსაჯა კარგად? ფინალში ორი სოციალისტური ქვეყნის გუნდი რომ გავიდა, უეფა-ში იფიქრეს, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ მოიგებდა და კარგად იმსაჯოსო“.