თამაზ იმნაიშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე იმსაჯებს
თამაზ იმნაიშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე იმსაჯებს

ქართველი მესტენდური თამაზ იმნაიშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე იმსაჯებს. სასტენდო სროლაში არბიტრად ის უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. გარდა ამისა, იმნაიშვილი სექტემბერში, იტალიის ქალაქ ლონატოში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, სადაც მთავარი მსაჯი იქნება. ასევე, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი პირად პირველობაში, ფინეთში გასამართ მსოფლიო თასზეც არის მიწვეული ტექნიკურ მსაჯად.

თამაზ იმნაიშვილი ახლა მინსკში იმყოფება, სადაც მეორე ევროპულ თამაშებზე მსაჯობს.