თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე
თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები შეაჯამა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე.

„ეს გამოიხატება კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში, როგორებიც არის: მაგალითისთვის, თავდაცვის სფეროში უპრეცედენტო თანამშრომლობა; საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელსაც კონგრესის საგარეო საქმეთ კომიტეტმა ახლახან უყარა კენჭი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე. არასოდეს ყოფილა აქამდე, რომ აშშ-ს ცალკე მდგომი კანონი მიეღოთ საქართველოს შესახებ. ჩვენ ამას გეუბნებით ფაქტებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს ყოფილა ასე კარგი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია საკმაოდ დიდი შემადგენლობით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

„ამდენად, ზუსტად ვიცი, რომ იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ყველა მიმართულებით: ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული თუ პოლიტიკური. ჩვენ გვეუბნებიან – სწორ გზას ადგახართ, სწორ რეფორმებს ახორციელებთ და ჩვენ ვარ თქვენს გვერდით“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

დატოვე კომენტარი