თამარ ბალავაძის წიგნის „ჭიდაობის პროფესორი”-ს პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ვახტანგ ბალავაძე რომ სპორტის ამ რაინდული სახეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ამას მისი მეტსახელებიც ადასტურებს – „ჭიდაობის პროფესორი”, „ჩემპიონთა ჩემპიონი”… შთამბეჭდავია მის მიერ მოგებული ტიტულების ჩამონათვალიც: – თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი…
ვახტანგ ბალავაძემ დიდ წარმატებას მიაღწია სამწვრთნელო ასპარეზზეც… მისი აღმოჩენილი და აღზრდილია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი. ათწლეულებია თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძის სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია.