თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ შსს-ში ნებისმიერ დროს მისვლისა და კითხვებზე პასუხების მიღების პირობა მიიღო
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
„დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება; იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც იყო. ყველა კითხვა დავუსვი და დაუსვეს ოჯახის წევრებმა. გვითხრეს, რომ მათი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, ყველანაირად ეცდებიან, რომ უმოკლეს ვადაში არსებულ კითხვებს გასცენ პასუხი, მოძიებული იყოს ყველაფერი, რათა დადგინდეს, რა იყო გამოწვეული“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა ამ ეტაპზე რამე დადგენილი, ადვოკატი ამბობს, რომ სიახლე ჯერ არაფერია.
„ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს საქმის მასალები“, – აცხადებს ადვოკატი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ შსს-ში ნებისმიერ დროს მისვლისა და კითხვებზე პასუხების მიღების პირობა მიიღო
„დღეს გადმოეცათ საქმის მასალები. დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. დღეს გვქონდა გაცნობითი შეხვედრა, რადგან დღეს გამოეცათ საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას. დღეს მოხდა საქმის მასალის მოტანა. შესაბამისად, მოხდა დღეს ოჯახის წევრების მოწვევა, ჩემი მოწვევა. გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, რომ გვქონდეს კონტაქტი, ყველანაირ პირობას შემიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე და ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.