თაკო ჩარკვიანი - აქციაზე ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები, დღეს იმდენი ხალხია, რამდენიც ჩემ გაკეთებულ ემიგრანტების აქციაზე
თაკო ჩარკვიანი - აქციაზე ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები, დღეს იმდენი ხალხია, რამდენიც ჩემ გაკეთებულ ემიგრანტების აქციაზე

აქციაზე ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები, დღეს იმდენი ხალხია, რამდენიც ჩემ გაკეთებულ ემიგრანტების აქციაზე, – განაცხადა ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღევანდელ აქციაზე ძალიან ბევრი ემიგრანტია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 900 000-მდე ამომრჩეველი ჰყავს. განა 900 000 მოდის ხოლმე აქციაზე? ეს ასეა ყოველთვის და ეს ნორმალურია. ემიგრაცია რთულია, ჩამოსვლა, მოძრაობა, ეს ყველაფერი უკავშირდება სიდუხჭირეს, გაჭირვებას და ფინანსებს. ამაშია საქმე. ძალიან ბევრი ემიგრანტი აქ არის. დღესაც არ არის იმდენი ხალხი, რამდენიც ვთქვათ, გუშინ იყო.

ზოგადად, როდის როგორ არის, ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები. აი, მაგალითად დღეს იმდენი ხალხია ზუსტად, რამდენიც 10 რიცხვში იყო მაშინდელ ჩემს გაკეთებულ აქციაზე, ემიგრანტების აქცია რომ ერქვა. ასეა, ზოგჯერ ამდენი ხალხი მოდის, ზოგჯერ 14 რიცხვში რომ იყო, იმდენი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.