სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ცნობილი მოკრივის ტაისონ ფიურის შერეულ ორთაბრძოლებში გამოსვლასთან დაკავშირებით. მანჩესტერელი მოკრივე პროფესიონალურ კრივში მძიმეწონითი კატეგორიის ჩემპიონია. რამდენიმე კვირის წინ ფიურიმ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ასპარეზობა ისურვა. ამის შემდეგ ტაისონმა საჩვენებელი ვარჯიში UFC-ის მებრძოლ დარენ ტილთან გამართა და ბრძოლაში სტიპე მიოჩიჩი და ფრენსის ნგანუ გამოიწვია. ამის გარდა ფიურიმ ოქტაგონზე გასვლა ბროკ ლესნართანაც ისურვა. შეგახსენებთ, რომ ლესნარს შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დასრულებული აქვს. ტაისონ ფიურის თქმით ის ბროკს 30 წამში გაუმკლავდება.
„დიახ მე სიამოვნებით გავმართაბვდი ბრძოლას ბროკთან. მე რამდენიმე მის ბრძოლას ვუყურე და მინდა გითხრათ, რომ მის დასამარცხებლად 30 წამიც არ დამჭირდება“.