დიდი ალბათობით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 23 მაისის ქარდზე მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (wetlterweight) წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლისა და ბრაზილიელ გილბერტ ბერნსს შორის შედგება.
ვუდლიმ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ბრძოლას დათანხმდა. ბრძლაში მონაწილეობის სურვილი ბრაზილიელმაც დაადასტურა.
„უკვე მეოთხედ მთავაზობენ ამ ბრძოლას და მეოთხედ ვამბობ კის. 23 მაისის მთავარი დაპირისპირება.” – აცხადებს ბერნსი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
ბერნსის ამ პოსტს ვუდლიმ მალევე უპასუხა და თანხმობა განაცხადა.
შეგახენებთ, რომ ამერიკელი მებრძოლი ოქტაგონზე ბოლოს UFC 235-ის ფარგლებში ვიხილეთ. უკანასკნელი დაპირისპირება ვუდლიმ კამარუ უსმანთან დათმო და ჩემპიონს ტიტული ნიგერიელს გადასცა. ჩემპიონობის პერიოდში მან სტეფენ ტომპსონი, დემიენ მაია და დარენ ტილი დაამარცხა.
რაც შეეხება ბერნსს, ბრაზილიელმა ბოლოს დემიენ მაია ტექნიკური ნოკაუტი დაამარცხა. ეს მისთვის ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში ზედიზედ მესამე მოგება იყო.