ტაირონ ლუ შესაძლოა ჰიუსტონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნოს
ტაირონ ლუ შესაძლოა ჰიუსტონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნოს

ტაირონ ლუ კვლავ უსამსახუროდ არის. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ წარუმატებლად დასრულდა, 42 წლის სპეციალისტი კვლავ ახალი გუნდის ძიებაშია.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდებს მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ლუს ასისტენტად მუშაობა მოუწევს. „კლივლენდის“ ყოფილი თავკაცით, როგორც გაირკვა, „ჰიუსტონ როკეტსი“ არის დაინტერესებული. ტეხასურმა გუნდმა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოახდინა და ასისტენტები გაუშვა. „ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს შარანია იუწყება, რომ ტაირონ ლუს უკვე შესთავაზეს „ჰიუსტონში“ მუშაობის დაწყება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აზრის არის ამაზე თავად ლუ.