„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილი თავკაცი ტაირონ ლუ შესაძლოა, სამუშაოდ „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ გადავიდეს. აქამდე ლუს კანდიდატურა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლეიკერსი 42 წლის სპეციალისტის დახმარებით დაინტერესებული არ არის.
აციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ფრენკ ფოგელმა ჩაიბარა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ დოკ რივერსის ასისტენტის თანამდებობაზე სწორედ ტაირონ ლუ განიხილება. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით სტადიაზეა.
შეგახსენებთ, რომ „კლიპერსში“ მიმდინარე სატრანსფერო სეზონის დროს უკვე განხორცილელდა ძირეული ცვლილებები. გუნდში მივიდნენ კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ლოსანჯელესური გუნდი 2019-20 წლების სეზონზე ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
დაინიშნება თუ არა ტაირონ ლუ დოკ რივერსის ასისტენტად ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.