ტაირონ ლუ გამოირიცხა - ლეიკერსის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები მაიკ ვუდსონი, ფრენკ ფოგელი და ლაიონელ ჰოლინსი არიან
მას შემდეგ, რაც ლეიკერსის ხელმძღვანელობამ ლუკ ვოლტონი გაათავისუფლა, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ახალი თავკაცის თაობაზე. თავდაპირველად განიხილებოდა ტაირონ ლუს კანდიდატურა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, კლივლენდ კავალიერსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლეიკერსში არ დაინიშნება.
როგორც ცნობილია, ლუ რამდენჯერმე შეხვდა გუნდის ხელმძღვანელობას, თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამერიკულმა მედიამ კიდევ სამი ადამიანის გვარი გააჟღერა, რომლებიც სავარაუდოდ ლეიკერსის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან: ფრენკ ფოგელი, ლაიონელ ჰოლინსი და მაიკ ვუდსონი.
ეს უკანასკნელი წარსულში ატლანტა ჰოუქსში და ნიუ იორკ ნიქსში მუშაობდა. ის ასევე ლოს ანჯელეს კლიპერსში დოკ რივერსის ასისტენტი იყო. რაც შეეხება ფოგელს და ჰოლინსს, ეს ორი სპეციალისტი ინდიანასა და მემფისს წვრთნიდა.