„თაიმის“ წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ექვსი სპორტსმენია
ჟურნალმა „თაიმმა“ 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა, მათ შორის ექვსი სპორტსმენია.
გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ სპორტსმენები: „ლივერპულისა“ და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე მოჰამედ სალაჰი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი ალექს მორგანი, სამხრეთ აფრიკელი მძლეოსანი კასტერ სემენია და ამერიკელი გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი.
ასეული ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: პიონერები, არტისტები, ლიდერები, საკულტო ფიგურები და ტიტანები. ნაომი ოსაკა, რომელიც რეიტინგში პირველადაა, პიონერებში მოხვდა. კასტერ სემენია – საკულტო ფიგურებში, დანარჩენი ოთხი სპორტსმენი კი, ტიტანებში.