„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო არასწორი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების უკანასკნელ თამაშებზე და შესაძლო სიახლეებზე ისაუბრა.
„შესარჩევი ჯგუფიდან ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი თუ გვქონდა? ვიცოდით, მძიმე ბრძოლა გველოდა და კონკრეტულ შეხვედრებში მაქსიმუმის გაკეთება გვსურდა. ბოლო მატჩებში პრობლემებს წავაწყდით, განვითარებისთვის შრომაა საჭირო.
მხოლოდ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. ბევრი სხვა ასპექტია და ყურადღება განვითარებაზე უნდა გავამახვილოთ. ნორვეგიაში მეტი უნდა გაგვეკეთებინა. იყო მცირე დეტალები, რამაც საბოლოოდ ეს შედეგები გამოიწვია.
მომეწონა რეაქცია, რომელიც ფეხბურთელებს ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ჰქონდათ. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვდგავართ დ შეგვიძლია, პლეი ოფის გზით ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო მთლიანად არასწორი, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ასევე არასწორი იყო მოთამაშეთა მიდგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ის ჩავარდნა იყო, რომელიც ნებისმიერ გუნდს ერთხელ მოსდის“, – ამბობს ვილი სანიოლი.