ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლუკა მატკავა - სამწუხაროა რაც მოხდა, აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ ბოლო მატჩი უელსთან წააგეს, საერთო ჯამში კი, საფრანგეთში ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს და სამში დამარცხდნენ.
უელსთან მატჩის შემდეგ „ტაიმაუტი“ საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მგეზავს, ლუკა მატკავას ესაუბრა:
„უელსთან მატჩის დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მეტოქე თავიდანვე გაგვექცა. შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და ქულებიც ამოვქაჩეთ, იყო მომენტები, როცა შეგვეძლო თამაშში გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ ბოლოს 12 მოთამაშით დავრჩით და ამან განაპირობა საბოლოო შედეგი.
სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე რაგბს მხოლოდ უკანა ხაზი თამაშობს, ყველა სათამაშო რგოლი თავის ფუნქციას ასრულებს და შედეგის მიღწევაში ყველას თავისი როლი აქვს. გუნდში ბევრი გამოცდილი მორაგბე გვყავს და მათთან ერთად მოედანზე დგომა საამაყოა“.