ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი მამარდაშვილი - მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი მამარდაშვილი - მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ნიდერლანდების (1:1) ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

„რთული თამაში გამოვიდა, მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის, ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე. ყველაფერს მომამვალი თამაშები გვაჩვენებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ჩვენი გაჩერება ძნელია, გვინდა, რომ ბათუმში ფინალი ვითამაშოთ“.