#ტაიმაუტი | ვლადიმერ ბოისა - ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ გუნდებს ეშინიათ ჩვენთან თამაში
#ტაიმაუტი | ვლადიმერ ბოისა - ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ გუნდებს ეშინიათ ჩვენთან თამაში

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გადაცემა „ტაიმაუტთან“ ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ  თამაში ყველა გუნდს ეშინია, რადგან უკვე მაღალ დონეზე ვართ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც ჯგუფის მასპინძელს, ევრობასკეტ 2022-ზე შესაძლებლობა ექნება ჯგუფში მონაწილე ერთი გუნდი თვითონ აირჩიოს.

„ეს გუნდი უნდა ავირჩიოთ 12 მარტამდე და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. არჩევა გვიწევს ორ რამეს შორის – ავირჩიოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც დიდ თანხას დახარჯავს ჩვენს ქვეყანაში ან ავირჩიოთ შედარებით სუსტი ქვეყანა, რომელსაც მოვუგებთ. ძირითადად ვფიქრობთ ლიეტუვის ნაკრებზე, რადგან მათთან მოგებული გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა თამაშებზე. ძალიან რთულია, რადგან ისინიც უნდა დათანხმდნენ. ვფიქრობ ლიეტუვას ურჩევნია წავიდეს გერმანიაში, რადგან იქ უფრო მარტივად მოიგებს ვიდრე ჩვენთან. ეს სასიხარულოა, რადგან ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ ეშინიათ ჩვენთან ჩამოსვლა და თამაში.“

ვლადიმერ ბოისამ „ბაბლის“ შესახებაც ისაუბრა.

„ყველა კმაყოფილი იყო – გუნდები, FIBA-ს წევრები. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე ჩავატარეთ ყველაფერი და უახლოეს დღეებში მივიღებთ შეფასებას, თუ როგორ ჩავატარეთ ეს „ბაბლი“.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე შენგელიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.

„ფინეთში ჩასვლით, შენგელიამ ყველას დაანახა, რომ ეს მას შეუძლია და თუ არ ვცდები, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროლიგის მოთამაშე სეზონის მსვლელობისას ნაკრებში ჩავიდა. რადგანაც მან უკვე შეძლო ამის გაკეთება, ვფიქრობ, შემდგომშიც არ იქნება პრობლემა.“