ტაიმაუტი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ევრო 2023-ზე კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ნახვა მსურდა, მაგრამ ადამიანურად მათი მესმის #1TVSPORT
ტაიმაუტი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ევრო 2023-ზე კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ნახვა მსურდა, მაგრამ ადამიანურად მათი მესმის #1TVSPORT

„ევრო 2023-ის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე იცოდით, რომ საქართველოს 21-წლამდელთა გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე დააკლდებოდნენ. რამდენად გულდასაწყვეტი იყო ეს ამბავი?“ – პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დასმულ ამ კითხვაზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა:

„ჩვენ მანამდე გავიგეთ ეს ამბავი, სანამ საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი. ამას სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ძალიან გვინდოდა.

თუმცა, არის მეორე მხარე – ადამიანური. ამასთან დაკავშირებით განცხადება ბიჭებმა გააკეთეს და ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მე მათი მესმის; და მეორე – ისინი ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.

არანაირი პრობლემა მათთან დაკავშირებით არ არსებობს და ორივეს წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ რამაზ სვანაძემ.