ტაიმაუტი | პოლ ტიტო - შეგვიძლია, უკეთესები ვიყოთ, ახლა კი ფიჯისთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ, 18:18 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ტაიმაუტისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელმა, პოლ ტიტომ განაცხადა, რომ გუნდმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, ხოლო მეორეში გაუჭირდა.
„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, უამრავი შესაძლებლობა გვქონდა ქულების აღების. მეორე ნახევარში მეტოქის მხრიდან ზეწოლა გაიზარდა მოთამაშეებზე და ჩვენც უფრო გაგვიჭირდა, ეს ტაიმი განსხვავდებოდა პირველისგან. მატჩის მოგება ნამდვილად შეგვეძლო.
პორტუგალიის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. ეს რაგბია, ჩვენ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგენთ, ჩვენ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ, ახლა კი ფიჯისთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ტიტომ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე შეხვდება.