#ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ჩვენი ბიჭები მზად არიან, რომ მეტოქეებს სიურპრიზები შესთავაზონ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული დღეს, 19 თებერვალს „ტაიმაუტის“ სპეციალურ ეთერში იყო სტუმრად მიწვეული, სადაც მან ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრების მიზნებზე ისაუბრა:
„ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა შევასრულოთ ჩვენი მიზანი, რაც იქნება ჯგუფიდან გასვლა და შემდგომ უკვე პლეი ოფში თითოეული თამაში ფინალივით იქნება.“
ფედერაციის პრეზიდენტმა „ბაბლის“ ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა: „ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ბაბლის“ ორგანიზებისას ყოფილიყო თითოეული წვრილმანი გათვალისწინებული, ეს ძალიან დიდ შრომას ითხოვს და დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციის ყველა თანამშრომელს. ყველაფერი, ისიც კი რაც შეიძლება მოულოდნელად მოხდეს გათვალისწინებული გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს შრომა ფუჭად არ ჩაივლის და ორგანიზაციის თვალსაზრისით „ბაბლი“ მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.“
პაატა გურასპაულმა ნაკრების დღევანდელ მდგომარეობაზე და სერბეთთან მატჩზეც ისაუბრა: „ის შემადგენლობა რაც დღეს ზუროსის განკარგულებაშია სრულ მზადყოფნაშია და იმედი მაქვს, რომ ის ვარჯიშების პროცესი, რომელსაც მე ვესწრებოდი და რომელიც მე ვნახე მათი შემართება, მათი თავდადება, მათი გვერდში ერთად დგომა შედეგს გამოიღებს და ქართველი მაყურებელი დაინახავს იმას, თუ როგორი თავგანწირული იქნება დღეს ჩვენი ბიჭების თამაში, ჩვენი ბიჭები მზად არიან, რომ მეტოქეებს სიურპრიზები შესთავაზონ.“