ტაიმაუტი | ნინო პასიკაშვილი - ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ გაბუნიათი ბევრი გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნინო პასიკაშვილი - ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ გაბუნიათი ბევრი გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნინო პასიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და წამყვანის კითხვას უპასუხა, კარიერის უცხოეთში გაგრძელებას ხომ არ აპირებს.

„ასაკიდან გამომდინარე, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავდივარ – ეს სამწვრთნელო ან სამენეჯმენტო საქმიანობა იქნება“, – განაცხადა ნინო პასიკაშვილმატაიმაუტში“.

მან ასევე ილაპარაკა საქართველოს ნაკრების მეკარის, თათია გაბუნიას მომავალზე, რომელიც გადაცემაში ასევე მონაწილეობდა.

„თათიას დიდი მომავალი ელის და წარმატებას ვუსურვებ. არ ვიცით, უახლოეს პერიოდში რა და როგორ იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ, მისით ბევრი გუნდია დაინტერესებული“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი 9 სექტემბერს შეიკრიბა, ხოლო 21 სექტემბერს „ტოკიო 2020“-ის ვიცე-ჩემპიონს შვედეთში, გეტებორგის „გამლა ულევის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. თავდაპირველი კალენდრის თანახმად, ჩვენს გუნდს 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. „კოვიდ“-რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.