ტაიმაუტი | მოედანზე გასვლამდე ფეხბურთელებს კვარაცხელიამ მიმართა - საქართველოს ნაკრების ექიმმა მატჩამდე მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან პლეი ოფის მოგებულ ფინალამდე გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომლის გმირიც ხვიჩა კვარაცხელია იყო.
„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – გაიხსენა დავით ხარაბაძემ.