ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი - ძალიან მინდა, გულშემატკივარი დარბაზში მალე დაბრუნდეს (ვიდეო)
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ სპეციალურ გადაცემაში წლის ნომინანტები გამოავლინა. წლის გუნდი კალათბურთელთა ნაკრები გახდა, რომლის ლიდერი გიორგი შერმადინი პირდაპირ ეთერში ტენერიფედან ჩაერთო.
„საქართველოს ნაკრებისთვის მართლაც წარმატებული იყო 2020 წელი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ. ყველაზე რთული მაინც ბელგრადში თამაში იყო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ყოველი მატჩის წინ აკეთებს გათვლებს, ადგენს გეგმას, რომელმაც წლეულს ოთხიდან ოთხი მატჩი მოგვაგებინა.“
თებერვალში კალათბურთის ნაკრებს ორი მატჩი ელის – თბილისში სერბეთთან და ფინეთთან.
„თბილისში გაიმართება ჩვენი ჯგუფის დარჩენილი ოთხი მატჩი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ დასანანია, რომ დარბაზში გულშემატკივარი ვერ შემოვა. კარგად მოგეხსენებათ, როგორ უყვარს ჩვენს ხალხს კალათბურთი – თბილისში ყველა მატჩისას დარბაზი ბოლომდე ივსება. ვიმედოვნებ, ქომაგი მალე დაბრუნდება დარბაზში.“