ტაიმაუტი | არჩილ ბერიძე - კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლა თავადაც არ გვჯეროდა, მაგრამ გარემოებამ მოიტანა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ჩაერთო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა:
„დიახ, ვადასტურებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია და კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. მადლობა მინდა გადავუხადო ხვიჩას და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს. ძალიან დიდი შრომა გასწია ჩვენთან ერთად, რომ ეს შესანიშნავი ფაქტი მომხდარიყო.თავადაც არ გვჯეროდა, მაგრამ გარემოებამ მოიტანა და დიდი სიამოვნებით მივიღეთ ის საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. სანაკრებო ამბების შემდეგ ხვიჩა ბათუმში დაბრუნდება და ხელს ოფიციალურად მოაწერს.
– ხანგრძლივობა? ერთი დღეც მოვითმინოთ და კონტრაქტის აბსოლუტურად ყველა დეტალი საჯარო გახდება. იყო მითქმა-მოთქმა, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი ღია იქნება. ეს პირადად ჩემი სურვილია, რომ პირობები ღია იყოს.
– ევროთასებზე თუ დაგვეხმარება? ძალიან დიდი შანსია, თითქმის, 100-პროცენტიანი და მოლაპარაკებებიც ამიტომ გაიწელა, რომ ამ ნიუსანსების დაზუსტება გვსურდა. მარკეტინგულად ძალიან კარგი ნამატია, ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და ცახდია, ამას გამოვიყენებთ.
მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილთანაც მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებაც დადებითად დასრულდება“.