#ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - ზედმეტი 5 მილიონი რომ მქონდეს, მომგებიან ქართულ გუნდს გავაკეთებდი
#ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - ზედმეტი 5 მილიონი რომ მქონდეს, მომგებიან ქართულ გუნდს გავაკეთებდი

არჩილ არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არ დამალა, რომ ხშირად ფიქრობს ქართული გუნდის აყვანაზე, სადაც საკუთარ პროექტს განახორციელებს და ამის წინაპირობაც დაასახელა.

„ქართული გუნდის აყვანაზე სულ ვფიქრობ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც უმუშევარი ვარ. მაგრამ ამას დიდი და სტაბილური ბიუჯეტი სჭირდება. იმიტომ, რომ სანახევროდ საქმეს ვერ გავაკეთებ. ისე უნდა იყოს, როგორც საჭიროა. ჩემს თავს ყოველთვის მაქისმუმს ვთხოვ. მე-7 ადგილზე გასლა და პროექტისთვის რაღაცის მოკლება არ მაკმაყოფლებს“, – ამბობს არჩილ არველაძე.

ვლადიმერ გუცევი, „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწმყვანი:

„მე სულ ვამბობ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდი კომპანიები თუ არ ჩაერთვნენ, არაფერი გამოვა. მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გუნდები მინუსებში არიან. არც ბილეთები იყიდება და არც საკლუბო ატრიბუტიკა“.

არჩილ არველაძე:

„ქართული გუნდები მხოლოდ ევროთასებზე მონაწილეობით მიღებული შემოსავლებით სულდგმულობენ. მე რომ მქონდეს ზედმეტი 5 მილიონი, აუცილებლად გავაკეთებდი ძალიან კარგ გუნდს და მას მოგებიანს გავხდიდი“.