#ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - ნიდერლანდების კლუბში შოთა მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ ტყუპისცალის, შოთა არველაძის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული ვარიანტები კლუბებიდან.
მათ შორის ევროპული და აზიური გუნდებიდან.
„უზბეკეთი დასრულდა და სხვა მწვერვალების დაპყრობა გვსურს. ევროპაში სეზონი დასრულებისკენ მიდის. შესაძლოა, მაისამდე გადაწყვეტილება არ მიიღოს, მაგრამ აზიაში თუ მოუწია წასვლა, საკითხი აპრილში გადაწყდება“, – ამბობს არჩილ არველაძე.
მისი თქმით, ევროპაში მუშაობა კი ურჩევნიათ, მაგრამ ყველაფერს კონკრეტული შეთავაზება წყვეტს:
„ლაპარაკია ყატარზე, მაგრამ არის ნიდერლანდებში, თურქეთში მუშაობის შანსი. სხვათა შორის, ძალიან კარგი ვარიანტია ნიდერლანდებში – შოთა „აზ ალკმაარის“ მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. ევროპაში მუშაობა კარგია, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა“.