ტაიმაუტი | ამ დამოკიდებულებით და ფილოსოფიით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია - იაშვილის თქმით, ახალი პლატფორმა ფეხბურთელებს მოეწონათ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ საქართველოს ნაკრებებისვთის ერთიანი ბრენდ პლატფორმის შექმნაზე და იდეის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ახალი სათამაშო ფასეულობის იდეა ჩვენ სულ გვქონდა. თამაშის დროსაც სულ გვქონდა ეს პრობლემა – ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ ეს საერთო გუნდურ თამაშში ვერ გადაგვქონდა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სლოგანი „მე ვარ საქართველო“ წარმოადგენს არა ეგოისტ ადამიანს, არამედ პირიქით – აქ მთავარია პასუხისმგებლობა. ადამიანის პირველი მტერი საკუთარი თავია. ამიტომ პირველი ბრძოლა – ახალი სიმბოლოც ამას წარმოაჩენს, რომ სისუსტე ჩემ თავში უნდა დავამარცხო. დარწმუნებული ვარ, ამ დამოკიდებულებით და ამ ფილოსოფიით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია. ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები გუნდს უფრო გამოადგება.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფასეულობა გააერთიანებს მთელს საზოგადოებას და ქვეყანას. ამაში ყველა იპოვის თავის თავს და ყველა დაინახავს, რომ თუ ის თავის ნაკრებს და ქვეყანას ყველაფერს მიცემს, ეს ქვეყანა აუცილებლად წარმატებული იქნება.
ეს იდეა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიიღეს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ასაკობრივიდან ყველა ნაკრებთან ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილოსოფია ყველამ გაიაზროს, გვჯეროდეს და ყველა მისი მონაწილე იყოს.
სოციალურ ქსელში შეიქმნება სპეციალური სანაკრებო პლატფორმა, სადაც იქნება ყველა სანაკრებო სიახლეები. ჩვენს ახალ მაისურს აწერია „ძალა ჩემშია“. ეს ფრაზა სწორედ იმ იდეას წარმოაჩენს, რომ ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს.“