ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებთან ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი #1TVSPORT
ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდერ პოლკინგმა საქართველოს ნაკრებთან წაგებული (0:8) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და არ დამალა, რომ ასეთ ანგარიშს არ ელოდა.
„ასეთ წაგებას ნამდვილად არ ველოდი. მჯეროდა, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. ფეხბურთელებს ახლა არ ვუსაყვედურებ. შევეცდებით, ესტონეთთან მატჩისთვის უკეთესად მოვემზადოთ.
ეს ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მოთამაშეებმა გაიგეს, რომ ევროპულ გუნდებთან თამაშისას ყველა შეცდომა ისჯება. საქართველოს ნაკრები მოედანზე ძალიან სწრაფად მოქმედებდა. კვირას კვიპროსთან წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდერ პოლკინგმა.