საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა კლუბი შეიცვალა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბ „მურსიადან“ „სარაგოსაში“ გადავიდა.
„მურსიაში“ თადმა 86 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 5 ქულას, 0,7 მოხსნასა და 0,6 პასს აგროვებდა. შეგახსენებთ, რომ მაკფადენი 2018 წლიდან იცავს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ღირსებას.
რაც შეეხება „სარაგოსას“, ეს კლუბი ქართველი გულშემატკივრისთვის უცხო სულაც არ არის, 2013-14 წლების სეზონში მასში ორი ქართველი თამაშობდა – ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი.
ამჟამად სარაგოსელებს 7 წაგება, 3 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან.