ტაბიძეს და „უფას“ წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ
ტაბიძეს და „უფას“ წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

საქართველოს ნაკრების მცველმა, ჯიმი ტაბიძემ კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრებმა – ტესტირების შედეგები უარყოფითი გამოდგა.

ტესტირებაში მონაწილეობდნენ საფეხბურთო კლუბ „უფას“ ფეხბურთელები, სამწვრთნელო და ადმინისტრაციის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ გუნდში კორონავირუსის ტესტირება მეოთხედ ჩატარდა. ყველა მათგანის ტესტზე უარყოფითი შედეგები დაფიქსირდა – ინფორმაციას ბაშკირული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გუნდი მზადებას სეზონის განახლებისთვის განაგრძობს. „უფამ” რუსეთის პრემიერლიგაში გამართულ 22 ტურში 27 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა. ტურნირი ამჟამად კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეჩერებულია.

რუსეთის პრემიერლიგის განახლება 19 ივნისს დაიგეგმა. შემდეგ მატჩს ბაშკირული კლუბი 21 ივნისს, თავის მოედანზე „ტამბოვთან“ ჩაატარებს.