ტაბიძე და სხვა „შეუფასებლები“ - ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბები ვერ შეელევიან
ტაბიძე და სხვა „შეუფასებლები“ - ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბები ვერ შეელევიან

ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის იმ გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაა, რომლებსაც კლუბები არ უნდა შეელიონ – ასე შეაფასა გამოცემა „სოკერმა“ პრემიერლიგის „უფასთვის“ საქართველოს ნაკრების მცველის, ჯიმი ტაბიძის როლი.

წერილში: „არ იყიდებიან – რუსეთის პრემიერლიგის ფასდაუდებელი ლეგიონერები“ – გამოცემამ ლიგის ყველა გუნდში საუკეთესო უცხოელი მოთამაშე დაასახელა და „უფაში“ ჯიმი ტაბიძე გამოარჩია.

უფაში“ ასეთი ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძეა. ერთი წლის წინ, ამ როლში სილვესტერ იგბუნი გამოდგებოდა, მაგრამ ის მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. ასე რომ, ახლა არჩევანი უნდა გაკეთდეს მცველებში, ნედალჩარუსა და ტაბიძეს შორის. ისინი თანაბარი დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ ჯიმი უფრო გუნდურია და ხასიათი აქვს. ამით ხელს უწყობს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ პარტნიორებსაც“, – წერს „სოკერი“ (soccer.ru).