პორტუგალიაში, ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუდენტური თამაშები მიმდინარეობს, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფუტსალში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
დავით ბობოხიძის გუნდი მეოთხედფინალში ნორვეგიის ეკონომიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა დიდი ანგარიშით – 5:2 მოიგო.
ანგარიში მე-16 წუთზე ზურაბ ლუკავამ გახსნა, ხოლო სულ რამდენიმე წამში ქართველთა უპირატესობა ორამდე ნოდარ ქურცაძემ გაზარდა. მესამე გოლი შალვა კაპანაძემ გაიტანა, თუმცა შესვენებამდე მეტოქემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.
შესვენების შემდეგ ქურციძემ დუბლი შეასრულა, ხოლო თსუ-ს ბოლო გოლი კი ნიკოლოზ ფხაკაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ნორვეგიელებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში – 5:2 დააფიქსირეს.
ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ესპანეთის მალაგისა და პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტების გუნდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება და მისი ხილვა ამ ბმულზე შეგეძლებათ.