სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ახალგაზრდულ ონლაინ პირველობაზე ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე ითამაშებენ
სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ახალგაზრდულ ონლაინ პირველობაზე ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე ითამაშებენ

სწრაფ ჭადრაკში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ-პირველობამ, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტის აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.

ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის პირველობა იყო და საუკეთესო მოჭადრაკეები კონტინენტების პირველობებზე გამოვიდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი იყო.

ქართველთაგან ასაკობრივ კატეგორიებში ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ.

შეჯიბრი – 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს და გამარჯვებული შვეიცარული სისტემით 7 ტურის შემდეგ გამოვლინდება.