სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ძალიან ძვირად დაგვიჯდა - უეფა-ს პრეზიდენტმა რუსების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიურ გამოცემა corriere-სთან „გაზპრომთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის, საერთაშორისო შეჯიბრებიდან რუსების გარიცხვასა და უკრაინის დახმარებაზე კომენტარი გააკეთა.
„საჭიროა სანქციები. ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული კრიზისი. გული მეტკინა, როცა სპორტსმენები დავსაჯე: ეს მათი ომი არ არის, მათ არ სურდათ. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ერთიანობა მშვიდობისთვის. ჩვენ შემოვიღეთ სპორტული სანქციები და გამოვყავით მილიონ ევროზე მეტი უკრაინელი ბავშვებისა და ლტოლვილებისთვის“, – ამბობს ჩეფერინი.
უეფა-ს პრეზიდენტმა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე ისაუბრა და პოლიტიკოსები გააკრიტიკა.
„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ძვირად დაგვიჯდა. ამან ჩვენს „ჯიბეს“ ძალიან დაარტყა. ყოველდღე ვესაუბრები უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს პაველკოს. მე გავაფრთხილე რუსეთის საფეხბურთო კავშირი ამ გადაწყვეტილებამდე. მე მშიშარა არ ვარ და ფარულად არაფერს ვაკეთებ. სამართლიანი იქნება თუ არა, ხელშეკრულების გაფორმებამდე გადავხედოთ საიდან მიდის ფული? თუ საკითხს ასე განვიხილავთ, ეს არის პოპულიზმი. პოლიტიკოსებისთვის ადვილია ყვირილი. ყველა მსხვილი დასავლური კომპანია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს? პოლიტიკოსებმა გვთხოვეს გაზპრომთან ურთიერთობის გაწყვეტა ჯერ კიდევ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე და ევროპა მაინც ყიდულობს რუსულ გაზს“, – ციტირებს corriere ჩეფერინის.