ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი, ფილიპინების ნაკრების დამრიგებელი გახდა. როგორც ESPN წერს, 70 წლის შვედ სპეციალისტთან კონტრაქტი ნახევარი წლით არის გაფორმებული.
ერიქსონმა ფილიპინების ნაკრებს, აზიის თასის ფინალურ ეტაპზე უნდა უხელმძღვანელოს. გუნდმა შესარჩევი ტურნირი, ამერიკელი ტომას დულის მწვრთნელობისას მოიგო.
აზიის თასი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, 2019 წლის 5 იანვარს დაიწყება. ფილიპინები C ჯგუფში ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და ყირგიზეთთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ერიქსონი ასევე მექსიკისა და კოტ დ’ივუარის ნაკრებებშიც მუშაობდა.